ლოჩოშვილის გუნდმა საქმე გაირთულა

0
29

იტალიის სერია A-ში დაბრუნებისთვის მებრძოლმა „კრემონეზემ“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ბოლო 4 მატჩიდან მესამე წააგო. ამჯერად, სერია B-ს 33-ე ტურში კრემონელები თავის მოედანზე „ტერნანასთან“ 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-17 წუთზე გაიტანეს. ლოჩოშვილის გუნდმა მეორე გოლი ძირითადი დროსთვის დაამტებულ მე-6 წუთზე გაუშვა. „კრემონეზე“ არასტაბილური თამაშის გამო 59 ქულით 20 გუნდში მე-3 ადგილზე დაქვეითდა.
„სპეცია“ გათამაშების ლიდერ „პარმას“ ეწვია და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა. ქართველი მცველი ივა გელაშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სპეცია“ 35 ქულით მე-17 ადგილზეა.
სერია A-ს 32-ე ტურში „ტორინომ“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი ტურინელთა თადარიგში მოხვდა და თამაშში არ ჩართულა. „ტორინო“ 45 ქულით 20 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი