კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურმა სტარტი „სამტრედიაში“ აიღო, სადაც ადგილობრივი „სამტრედია“ „თელავს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 51-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძე მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ბურთი პირდაპირ კარში „ჩაახვია“ – 0:1. ის თბილისის „იბერიას“ ნახებარმცველ საბა მამაცაშვილის შემდეგ მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. 62-ე წუთზე თელაველი ალეკო ანანიძეს მეტოქე ფეხბურთელ რევაზ ინჯგიასთან შეჯახების შემდეგ მხარი ამოუვარდა და მოედანიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიყვანა. ანანიძე სომეხმა არტურ კარტაშიანმა შეცვალა. 90-ე წუთზე „თელავის“ საჯარიმოსთან ახლოს დანიშნული სტანდარტულის შესრულების დროს ნიკო აბულაძის ჩაწოდებული ბურთი თავის კარში კარტაშიანმა ჩაჭრა. ანანიძის ტრავმის გამო მსაჯმა ძირითად დროს 14 წუთი დაამატა. 96-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმიდან ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ჩაჰკიდეს, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ფირუზ გაბიტაშვილმა მოიგო, ხოლო არგენტინელმა ჯინო პერუციმ თითქმის კარის ხაზიდან ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა – 1:2.
რუსი იგორ ვასილენკოს გაწვრთნილი „თელავი“ 9 ქულით 10 გუნდში მე-5 ადგილზეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიას“ 6 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.
სამტრედია 1:2 თელავი
ლაშა თაბაგარი





