ხავი: „ამ გუნდით ვამაყობ“

0
32

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხავის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად პსჟ-სთან 3:2 მოგებულ პირველ მატჩში მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად გამარჯვება სერიოზული მიღწევაა. ჩვენ მართლაც კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დაცვაში, თუმცა ტაქტიკურადაც კარგად გამოვიყურებდით. გარემარბები ძალიან გვეხმარებოდნენ.
კუბარსი წინ გამოდიოდა და ავიწროებდი ან ბურთს ართმევდა ნებისმიერს, ვინც მის ზონაში იყო. პედრიც შეცვლაზე კარგად შევიდა და დაგვეხმარა. ამ გუნდით ვამაყობ. კრისტენსენიც დაგვეხმარა, რომელმაც კუთხურიდან თავით გაიტანა“- იუწყება ხავის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი