„იბერიას“ სამი ქულა „გაგრასთან“

0
39

გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით  თბილისის „იბერიამ“ მიმდინარე სეზონში მეექვსე თამაში მოიგო. მე-8 ტურში თბილისელებმა გიორგი ონიანის „გაგრას“ უმასპინძლეს და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.
მატჩის მე-18 წუთზე შოთა ნონიკაშვილმა მეტოქის ნახევარზე გიორგი კოხრეიძემ მოძებნა და მეტოქის საჯარიმოში გახსნილს „იბერიას“ კაპიტანმა ბურთი დაუბრუნა, რომელსაც ადგილი კარში მიუჩინა – 1:0. 29-ე წუთზე გაგრელი ფეხბურთელის ფეხიდან ბურთი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ სეიკნე სილას მიუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0. 32-ე წუთზე გაგრელთა შეტევის დროს მასპინძლების ნახევარზე მყოფმა ლევან გეგეჭკორმა მარჯვენა ფლანგიდან  ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, სადაც გიორგი ქიმაძემ თავით კარში დაარტყა და ლაზარე კუპატაძემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან ვერ იხსნა. 57-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ცოტნე კაპანაძემ „გაგრას“ საჯარიმოში ბურთი ოთარ მამაგეიშვილისგან მიიღო და მას მერე, რაც ერთ მცველს გაცდა ზუსტად დაარტყა – 3:1.
„იბერია“ 19 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილის სათავეში მოექვა, ვიდრე ხვალ ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება. „გაგრა“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
იბერია 1999 3:1 გაგრა 
ლაშა თაბაგარი