ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და ერთბურთიანი სხვაობით აჯობა. დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა მადრიდელებმა მეტოქეს თავიდანვე მაღალი პრესინგი დაუწესეს და მეტოქე მის ნახევარზე მიაჯაჭვეს. ამან თავისი შედეგი გამოიღო, რადგან მე-4 წუთზე დორტმუნდელთა ჯერ მეკარემ, ხოლო შემდეგ მცველმა უხეში შეცდომა დაუშვეს, რითავ დე პაულმა კარგად ისარგებლა – 1:0. „ატლეტიკოს“ ტემპი არც ანგარიშის გახსნის შემდეგ დაუგდია და გრიზმანის საუცხოო პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა სამუელ ლინოიმ გერმანელთა კარი მეორედ აიღო. ასეეთი უპირატესობის მიუხედავად, მადრიდელებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო ვერ გაზარდეს. პირიქით, გოლი საკუთარ კარში მიიღეს – 81-ე წუთზე დორტმუნდელებიდან თავი ალერმა გამოიჩინა. მატჩის ბოლო წუთზე დორტმუნდელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბრანდტის თავურის მერე ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკოს“ შინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში არასოდეს წაუგია – 11 გამარჯვება და 6 ფრე, ბურთების შეფარდება 20:5.
ლაშა თაბაგარი





