თომას ტუხელი: „გამარჯვება შეგვეძლო“

0
38

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მის შეგირდებს სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ პირველ მატჩში უნდა მოეგოთ.
განვლილი შეხევდრის მე-12 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში საკამ გახსნა, ხოლო 6 წუთში გნაბრიმ საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 32-ე წუთზე კეინმა პენალტი ზუსტად შეასრულა და „ბაიერნი“ წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე ტროსარმა გერმანელთა კარი აიღო – 2:2.
„ვფიქრობ, რომ დღეს გამარჯვება შეგვეძლო. მატჩის მიწურულს კინგსლი კომანს ჰქონდა მომენტი და გარდა ამისა, ჩვენს სასარგებლოდ პენალტი უნდა დაედოთ, რადგან აშკარად ხელით თამაში იყო.
ჩვენ ვიცოდით, რომ უკეთესად უნდა გვეთამაშა, ვიდრე „ჰაიდენჰაიმთან“ (2:3, ავტოისგან). სტუმრად ფრეს მივაღწიეთ, რაც ფაქტია. ჩვენ ფანების მხარდაჭერა და ის ჟინი გვჭირდება, რომელიც დღეს გვქონდა. ასეთ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავალთ“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს გერმანული მედია.
ლაშა თაბაგარი