“სიონს” გიორგი დევდარიანი გაწვრთნის

0
41

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე ბოლნისის “სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გიორგი ოქროპირიძის ნაცვლად ბოლნისელებს გიორგი დევდარიანი გაუძღვება, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე ჩაატარა ამხანაგური მატჩი “სპაერთან” და 2:1 გაიმარჯვა.
51 წლის დევდარიანი “სიონამდე” თბილისის “თბილისს”, გორის “დილას”, თბილისის “დინამოს”, თბილისის “ლოკომოტივს”, ქუთაისის “ტორპედოს” და საქართველოს 17 წლამდე ნაკრებს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, თურქეთის “ტრაბზონსფორში” მთავარი მწვრთნელის შოთა არველაძის თანაშემწე იყო.
ლაშა თაბაგარი