გიორგი შერმადინი 26-ე ტურის MVP-იც გახდეს და თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს.
საქმე ისაა, რომ ამ ტურში “გრან კამარიასთან” ჩატარებულ მატჩში ქართველმა ცენტრმა ისეთი შედეგი დააფიქსირა, რომ ძნელად სავარაუდოა, რომ ვინმემ გადაფაროს. შერმადინის შედეგია 38 – ეს გახლავთ ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გამაერთიანებელი ოდენობა, ხოლო წინა ტურის MVP რომ გახდა, გიორგის ეს მაჩვენებელი 37 ჰქონდა. ცნობისთვის, ამ ტურის აქამდე ჩატარებულ 8 მატჩში სარგებლიანობის ინდექსი 30-მდეც კი არავის აუყვანია. ასე რომ, ტენერიფელთა ქართველი ლეგიონერი დიდი ალბათობით 26-ე ტურის MVP-იც გახდება და ეს იქნება მისთვის 21-ე ტიტული კარიერაში.
“ტენერიფე” უშუალო კონკურენტ “გრან კანარიას” ძლევის შემთხვევაში მას მოგებ-წაგებებით უთანაბრდებოდა. ასეც მოხდა, უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში ტენერიფელებმა მინიმალური სხვაობით – 83:82 იმარჯვეს და ეს უპირველესად გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელმაც არასრულ 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და პირადსარეკორდო 5 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს თამაშიდან არც ერთი ბურთი არ აუცილებია – 7-დან 7 ორქულიანი ჩაგდო. გიორგიმ 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და ამ დრამატულ მატჩში აბსოლუტური სტატისტიკური ლიდერი გახდა.
მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეორე პერიოდში მოხდა, როცა თამაში 42:36 ანგარიშზე მცირე ხნით შეწყდა. 42-ე ქულა ქართველმა ცენტრმა მიითვალა ტენერიფეს ბრაზილიელმა უკანახაზელის, მარსელინიო უერტასის პასით, რომელიც ესპანური ლიგისთვის სარეკორდო 2898-ე აღმოცნდა. მარსელიონიომ პაბლო ლასოს ესპანეთის ლიგის პასების რეკორდი – 2897 გადაფარა და ისტორიაში შევიდა.
ამ გამარჯვებით, როგორც ვთქვით, “ტენერიფე” “გრან კანარიას” გაუთანაბრდა და ასევე 16 მოგება და 10 მარცხი აქვთ “ვალენსიას” და “მურსიას”. ეს 4 გუნდი 4-7 ადგილებს იყოფენ. 27-ე ტურში, 30 მარტს, ტენერიფე სტუმრად ზუნდერ პალენსიას ეთამაშება.




