ანხელ დი მარიამ საგოლე პასებით მარადონას გაასწრო

0
40

ანხელ დი მარიამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გაკეთებული საგოლე გადაცემების რაოდენობით ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ დიეგო მარადონას გაასწრო. ფილადელფიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონმა სალვადორს 3:0 აჯობა, ხოლო დი მარიამ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ლისაბონის „ბენფიკას“ გარემარბმა ეროვნულ გუნდში 27-ჯერ გააკეთა ზუსტი გადაცემა, რომლის მერე მისმა პარტნიორებმა მოწინააღმდეგის კარი აიღეს. მარადონან ანგარიშზე 26 საგოლე პასი იყო. არგენტინის ნაკრებში ამ მაჩვენებლით უდავო ლიდერი კაპიტანი ლიონელ მესია – 54.
ლაშა თაბაგარი