საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მე-6 ჯგუფში მეორე მატჩი თურქებთან ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 66-ე წუთზე ნიკა ელისაშვილი გადაცემის შემდეგ მათე შათირიშვილმა ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე რეზი დანელიას პასით ჰალიდ დორტმურზიევმა ჯგუფის მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. თურქებიდან ერთი საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კიბილაი გულმენმა გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე დოლტმურზიევმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ხუციშვილი, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა – 3:1.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას 26 მარტს დანიასთან ჩაატარებს, რომემაც მე-2 ტურში სერბეთი 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ჯგუფის ლიდერია. ჩიტაურის გაწვრთნილები 3 ქულით მესამე პოზიციაზე არიან, ხოლო ამდენივე ქულით სერბეთი მეორეა.
ელიტ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
მატჩის ოქმი საქართველო V თურქეთი





