გურამ კაშია: “ჯაბა არის მაგალითი ბევრი თაობისთვის”

0
145

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას მიაჩნია, რომ ჯაბა კანაკავა ბევრი თაობისთვის მისაბაძი მაგალითია. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის 1/2-ფინალში თბილისში ლუქსემბურგთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. კაშიამ შეცვლაზე შესულ კანკავას, რომელმაც ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარა და ლევან კობიაშვილს გაასწრო, კაპიტნის სამკლავური გადაულოცა. კაშიამდე კაპიტანი სწორედ კანკავა იყო.
გურამ კაშია: “ჯაბა არის მაგალითი ბევრი თაობისთვის, ჩემთვისაც. მინდოდა, ჯაბასთვის პატივისცემა გამომეხატა, არ აქვს მნიშვნელობა კაპიტნის სამკლაური ჯაბას ეკეთება თუ მე, ორივე გამოცდილი და ბებერი ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, რომ გუნდს დავეხმაროთ“.
ჩვენი გუნდი ფინალში 26 მარტს თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი