გიორგი მამარდაშვილი: “წნეხს გავუძელით”

0
248

გიორგი მამარდაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა წნეხს გაუძლეს მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის 1/2-ფინალში თბილისში ლუქსემბურგთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
გიორგი მამარდაშვილი: „ველოდით რთულ თამაშს, ჩემი აზრით, წნეხს გავუძელით. მადლობა გულშემატკივარს, რადგან მთელი თამაში გვერდში გვედგნენ. ნახევარი საქმე გაკეთებულია და მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ირწმუნონ ჩვენი და შეგვიძლია, გავახაროთ ისინი და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ფინალში დაძაბული თამაში გველოდება და მნიშვნელოვანი იქნება ის კონცენტრაცია, რაც დრეს გვქონდა“.
ჩვენი გუნდი ფინალში 26 მარტს თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი