ნოიერი გერმანიის ნაკრებს გამოაკლდა

0
49

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ბუნდესნაკრების პრესსამსახურის ინფორმაციით, 37 წლის გოლკიპერმა მარცხებნა ფეხის საზარდულის კუნთი დაიზიანა და ამის გამო, როგორც 23 მარტს საფრანგეთთან, ასევე 26 მარტს ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრებში ვერ ითამაშებს.
ნოიერმა თხილამურებზე სრიალის დროს ფეხის მოტეხვის გამო 2023 წელს 9 თვე გამოტოვა და მიუნხენელებთან ერთად ვარჯიში გასული წლის ოქტომბერში განაახლა. მან მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 28 გოლი გაუშვა და 9-ჯერ მეტოქეებს არ გაატანინა.
ლაშა თაბაგარი