კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თვეში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (1,5 მილიონ ევრო კვირაში). შედარებისთვის. მბაპეს ხელფასი თითქმის 6-ჯერ მეტია მის თანაგუნდელ უსმან დემბელეს ანაზღაურებაზე.
მიმდინარე სეზონში 25 წლის მბაპემ ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
მას სეზონის ბოლოს პარიზელებთან კონტრაქტი უმთავრდება და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალში“ გადავა.
ლაშა თაბაგარი





