ესპანეთის პროკურატურმამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ლუის რუბიალესის დაპატიმრების ორდერი გასცა. რუბიალესი ბოლო ხუთის წლის განმავლობაში შესაძლო უკანონო კონტრაქტების გაფორმებაშია ეჭვმიტანილი. მომხდართან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა:
„ფედერაცია ძალიან შეშფოთებული მომხდარი მოვლენებით და მაქსიმალური გამჭვირვალეობის წინადადებით გამოდის იმ ფასეულებების პატივისცემით, რომელსაც ფეხბურთი წარმოადგენს და რომლებიც მისმა ლიდერებმა უნდა დაიცვან“.
2023 წლის 20 აგვისტოს ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დაჯილდოვების ცერემონიალის დროს რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს აკოცა. ამის გამო, მოგვიანებით ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ რუბიალესს ქალთა ნაკრების ფეხბურთელებთან 200 მეტრზე მიკარება აუკრძალა. ფიფამ რუბიალესი ფეხბურთიდან სამი წლით მოკვეთა, ხოლო თავად ჩინოვნიკი თანამდებობიდან გადადგა.
ლაშა თაბაგარი





