საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი წარუმატებლად დაიწყო. ჩვენი გუნდის ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში სერბ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.
პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულების შემდეგ, 49-ე წუთზე იგორ ბუბანის პასის მერე, ალექსა ვასილიჩმა ქართველების საჯარიმოში ერთი შეხებით ძალიან კარგად დაამუშავა ბურთი, რომელიც მეორეთი კარში ზუსტად გაგზავნა – 0;1. 83-ე წუთზე ვასილე კოსტოვმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური ბურთი გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ვახტანგ სალია გააძევეს.
ჩიტაურის შეგირდები მე-6 ჯგუფში მეორე მატჩს ქუთაისში 23 მარტს თურქებთან ჩაატარებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთმა და დანიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს – 0:0.
მატჩის ოქმი საქართველო V სერბეთი |
ლაშა თაბაგარი





