ნიკო კოვაჩი „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ხორვატი სპეციალისტის გაშვების მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაჯერებელი თამაში აღმოჩნდა. „ვოლფსბურგმა“ 26 მატჩიდან 25 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
კოვაჩი „ვოლფსბურგს“ 2022 წლის ივლისიდან წვრთნიდა. მანამდე, 52 წლის ფეხბურთის სპეციალისტი „მონაკოს“, „ბაიერნს“, „აინტრახტს“ და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





