საზონოვმა “კალიარისთან” მოიგო

0
46

“ტორინომ”, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში სტუმრად სამი ქულა “კალიარისთან” აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 78-ე წუთზე სანაბრიავ ნაცვლად ჩაერთო.
ტურინელები მატჩის 23-ე წუთზე დუვან საპატამ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მესამე წუთზე ანგარიშში სხვაოობა ორ ბურთამდე რიჩიმ გაზარდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე ვიოლამ გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საზონოვს მოედანზე დიდი დრო არ გაუტარებია, იტალიური მედია მის თამაშს დადებითად გამოეხმაურა. ქართველმა მცველმა შარშან ზაფხულში “ტორინოში” გადასვლის მერე, იტალიის ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა.
“ტორინომ” ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა – 31 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს “ნაპოლის”, რომელიც მე-9 პოზიციაზეა. ნეაპოლელები ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად რომი “ლაციო” შეხვდებიან. საქართველოს ნაკრების ფორვარდი მომავალ თამაშს გამოტოვებს, რადგან 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დიკვალიფიცირებულია.
ლაშა თაბაგარი