“სამგურალმა” ჯანჯღავა და შეროზია დაიმატა, შოვნაძე – გაანათხოვრა

0
67

წყალტუბოს “სამგურალმა” ნახევარმცველები ირაკლი ჯანჯღავა და ლუკა შეროზია დაიმატა, ხოლო მეკარე ლევან შოვნაძე გაანათხოვრა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“წყალტუბოს ,,სამგურალმა” 22 წლის ნახევარმცველ ირაკლი ჯანჯღავასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.ახალგაზრდა ფეხბურთელი გასულ წელს ბოლნისის ,,სიონში” თამაშობდა და ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ირაკლი ჯანჯღავა მარტვილის ,,მერანის” აღზრდილია და ,,სიონამდე” სწორედ მეგრული კლუბის ღირსებას იცავდა.
,სამგურალმა” საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შემტევი ლუკა შეროზია დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ლუკა შეროზია თბილისის ,,დინამოს” აკადემიის აღზრდილია. იგი 19 წლამდე ოქროს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახლდათ. გასულ წელს ითამაშა ეროვნულ ლიგა -2 ში, თბილისის ,,დინამო” 2-ის შემადგენლობაში.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მოლდოველ თანატოლებთან სწორედ ლუკა შეროზიას დუბლით გაიმარჯვა (2:1) და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.
ეკარე ლევან შოვნაძე ერთწლიანი იჯარით ,,გაგრაში” ითამაშებს. შოვნაძე ,,სამგურალის” ღირსებას 2022 წლიდან იცავს და ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ნოდარ ყალიჩავამ ,,სამგურალთან” კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. 23 წლის მეკარე ჩვენს გუნდში 2022 წლიდან თამაშობს”.
ლაშა თაბაგარი