„ატლეტიკომ“ ესპანეთის თასზე ნავსი გატეხა

0
49

მადრიდის „ატლეტიკო“ ესპანეთის თასის ½-ფინალში გავიდა. ¼-ფინალში მადრიდელებმა თავის მოედანზე „სევილია“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ნიდერლნდელმა ფორვაარდმა მემფის დეპაიმ გაიტანა.
დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი გუნდი თასის 1/2-ფინალში შვიდწლიანი პაუზის მერე პირველად ითამაშებს. „ატლეტიკომ“ ბოლოს ესპნეთის თასი 2013 წელს სწორედ არგენტინელი სპეციალისტის თავკაცობით მოიგო.
“ატლეტიკოს” გარდა თასის 1/2-ფინალში “რეალ სოსიედადი”, “მალიორკა” და ბილბაოს “ატლეტიკი” გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი