სენეგალის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცი ალიუ სისე აფრიკის თასზე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელეს.
სენეგალმა C ჯგუფში გამბია (3:0), კამერუნი (3:1) და გვინეა (2:0) დაამარცხა. სისე ეროვნულ გუნდში 2015 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით „ტერანგის ლომებმა“ 2021 წელს აფრიკის თასი მოიგეს, ხოლო 2 წლითაა ადრე იმავე ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
სენეგალი 1/8-ფინალში ტურნირის მასპინძელ კოტდივუარს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





