„ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „ფულემთან“ 1:1 ითამაშა და ვინაიდან პირველი მატჩი შინ 2:1 მოიგო, ფინალში გავიდა. ლივერპულელები ამ ტურნირის ფინალში მეთოთხმეტედ ითამაშებენ რაც რეკორდია. გარდა ამისა, მერსისაიდელები ლიგის თასს 9-ჯერ ფლობდნენ, რაც ასევე რეკორდია. ფინალში გასვლის რაოდენობით მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“ – 10.
25 თებერვალ ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გასამართ გადამწყვეტ შეხვედრაში „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში ჩატარებული 21 ტურის მერე, იურგენ კლოპის გაწვრთნილი „ლივერპული“ 48 ქულით ლიდერია, ხოლო მეორე ადგილზე 43 ქულით – „მანჩესტერ სიტია“.
ლაშა თაბაგარი





