საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულმა ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი პოლონეთის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ „ტერმალიცას“ დაუზავდა – 1:1.
ბათუმელლებმა პირველი ტაიმი პაატა ღუდუშაურისს გოლით 1:0 მოიგეს, ხოლო შესვენების მერე პოლონელებმ ანგარიში გაათანაბრეს.
ბათუმის „დინამო“ 28 იანვარს მეორე ამხანაგურ თამაშს ჩრდილოეთ მაკედონიის „შკენდიასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





