„ბარსელონა“ ესპანეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ხავის გაწვრთნილი გუნდი 1/4-ფინალში სტუმრად ერნესტო ვალვერდე დამოძღვრი ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა.
ბასკები პირველ წუთზე გურუსეტამ დააწინაურა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ 25-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 32-ე წუთზე კატალონიელები წინ ლამი ნ აიამალმა გაიყვანა. იამალი 16 წლის და 195 დღის ასაკში „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ახლგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც თასის გათამაშებაშსი მეტოქის კარი აიღო. მან ბოიან კრკიჩის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც თასზე თავი 17 წლის და 77 დღიამ გამოიჩინა.
49-ე წუთზე სანსეტმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითად დროში მეტი გოლი არ გასულა, რის გამო დამატებითი დრო დაინიშნა. 107-ე წუთზე „ატლეტიკი“ წინ ინაკი ვილიამსმა გაიყვანა, ხოლო 121-ე წუთზე სააბოლოო წერტილი მისმა ძმამ ნიკო ვილიამსმა დასვა – 4:2.
„ბარსელონა“ ზედიზედ მესამე სეზონი თასის ფინალში ვერ ითამაშებს. მანამდე, ტურნირს მადრიდის „რეალი“ გამოაკლდა, რომელიც თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ ასევე დამატებით დროში 2:4 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





