ჯამელ ბელმადი ალჟირის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდნ დაითხოვეს. ამის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერციი პრეზიდენტმა ვალიდ სადიმ განაცხადა.
ბელმადის ხელმძღვანელობით ალჟირელები კოტდივუარში მიმდინარე აფრიკის თასის გათამაშებაში ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და მისი გაშვების მთავარი მიზეზიც ეს იყო.
ალჟირი, რომელსაც აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, ჯგუფში ანგოლას და ბურკინა-ფასოს დაუზავდა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში მავრიტანიასთან დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





