„ნაპოლი“ ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს

0
73

„ნაპოლი“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ ნახევარმცველ ლეანდერ დენდოკერ იმატებს. ამის შესახებ ჟურნალისტი დავიდ ორშტეინი იუწყება.
იტალიური გუნდის ხელმძღვანელები „ასტონ ვილას“ მესვეურებს ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარაზე შეუთანხმდნენ. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, „ნაპოლი“ სურვილის შემთხვევაში ივნისში დენდოკერს გამოისყიდიან.
28 წლის ბელგიელი „ასტონ ვილაში“ 2022 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 1 გოლი გიტანა. მან მიმდინარე სეზონში ბირმინგემელთა მაისურით 15-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი