ჰიუტონი განას ეროვნული ნაკრებიდან გაუშვეს

0
52

კრის ჰიუტონს განას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:
“კრის ჰიუტონი დაუყონებლივ გათავისფლდა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან. აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა ასევე მისი სამწვრთნელო შტაბის დათხოვნა. უახლოეს ხანში “შავი ვარსკვლავების” განვითარების გეგმას წარვადგენთ”.
კოტდივუარში მიმდინარე აფრიკის თასის გათამაშებაში განას ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ვერ გავიდა.
65 წლის ინგლისელი სპეციალისტი განელებს 2022 წლის თებეგვლიდან ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი