გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე 1000 ქულიან ზღვარს გადაცდა

0
72

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში გიორგი შერმადინის ესპანურმა “ტენერიფემ” გასვლაზე თურქეთის “კარშიაკა” 106:97  დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა 25 ქულა დააგროვა ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებულ ქულათა რაოდენობით 1000 ქულიან ნიშნულს გადაცდა.  “კარშიაკასთან” მატჩის გათვალისწინებით გიორგის 1020 ქულა დაუგროვდა.
ამ ტურნირში გიორგი შერმადინზე მეტი ქულა მხოლოდ ვოიტეხ ჰრუბანს (ამჟამად საფრანგეთის “შოლეში” თამაშობს) აქვს დაგროვილი და ქართველი მეფარე მას მხოლოდ 25 ქულით ჩამორჩება. მიმდინარე ჯგუფურ სტადიაზე კიდევ 5 მატჩია დარჩენილი და სავარაუდოდ ჩვენი თანამემამულე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

გოჩა კაჭარავა