კვარაცხელია იტალიის სუპერთასს ვერ შეწვდა

0
61

იტალიის მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” სუპერთასის ფინალში თასის მფლობელ მილანის “ინტერთან” დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო. მაგრამ ამჯერად ვალტერ მაცარი მას ბოლომდე არ ენდო.
პირველი ტაიმში მარკუს ტურამმა “ნაპოლის” კარი კი აიღო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე დააფიქსირდა. შესვენების მერე, ვიდრე თამაში განახლდებოდა, ორივე გუნდი მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს ლეგენდარუილი იტალიელი ფეხბურთელის ლუიჯი რივას ხსოვნას. იტალიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მეორე ტაიმის დასაწყისში “ნაპოლის” კონტრშეტევის დროს ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მას მერე რაც ცენტრიკენ შეიწია საჯარიმოსთან მიახლოებულმა ბურთი შორეულ კუთხეში მოჭრა – იან ზომერმა ნახტომში “ინტერი” გოლი გაშვებიგან გადაარჩინა. ეს მატჩის განმავლობაში ნეაპოლელთა მიერ შექმნილი ერთადერთი საგოლე მომენტი იყო. კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, ჯოვანი სიმეონემ უხეშობისთვის მეორე ყვითელი მიიღო და “ნაპოლი” მოედანზე 10 კაცით დარჩა. უმრავლესობაში დარჩენილმა “ინტერმა” მატჩის მიწურულს ზეწოლა გააძლიერა და სასურველ შედეგ მიაღწია – მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა დარმიანმა ზუსტი პასი გაუკეთა ლაუტარო მარტინესს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. “ინტერნა” იტალიის სუპართასი ზედიზედ მესამედ მოიგო. მილანელები არსებობის ისტორიაში ამ პრესტიჟულ ჯილდოს მერვედ დაეუფლნენ და მხოლოდ ტურინის “იუვენტუსს” ჩამორჩებიან, რომლის ანგარიშზე 9 სუპერთასია.
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სამი სეზონის განმავლობაში გუნდს 5 ტიტული მოაგებინა – ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ სუპერთასი. ის მწვრრთნელის რანგში იტლიი სუპერთასს მეხუთდ დაეულა, რაც რეკორდია. მანამდე, ინძაგიმ ორჯერ სუპერთასი რომის “ლაციოს” მოაგებინა. მან ელენიო ერერას და რობერტო მანჩინის მიღწევა გააუმჯობესა, რომელთაც სუპერთასი 4-4-ჯერ მოიგეს.
ლაშა თაბაგარი