„იუვენტუსს“ პორტუგალიელი მცველი შეემატა

0
66

ტურინის „იუვენტუსმა“ საფრანგეთის „ლილიდან’“ მცველი ტიაგუ ჯალო შეიძინა. იტალიური კლუბის პრესამსახურის ინფორმაციით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ჯალო „ლილში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 102 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ის ფრანგულ გუნდში გადასვლამდე ლისბონის „სპორტინგის“ და „მილანის“ რიგებში გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი