ედერ მილიტაომ მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. „სამეფო კლუბის“ პრესსამსსახურის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე დადო და მისი გამოსაყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.
მილიტაო „რეალში“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 143 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ამჟამად, ის მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმას მკურნალობს და მოედანზე სავარაუდოდ აპრილში დაბრუნდება.
ლაშა თაბაგარი





