“კადისის” ახალი მთავარი მწვრთნელი პაბლო მაჩინი იქნება, ირწმუნება გამოცემა Relevo. ის ესპანეთი ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერში სერხიო გონსალესს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან 20 იანვარს დაითხოვეს. ამჟამად, 48 წლის ესპანელი სპეციალისტი “აპოლონს” ავარჯიშებს, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით კვიპროსის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა.
მაჩინი სამწვრთნელოს კარიერის განმავლობაში ესპანურ “ნუმანსიას”, “ჟირონას”, “სევილიას”, “ესპანიოლს”, “ალავესს”, “ელჩეს”, ასევე ჩინეთის “ცინდაო ხაინიუს”, საუდის არაბეთის “ალ აინს” და “ალ რაედს” ავარჯიშებდა.
“კადისმა” 21 მატჩში 15 ქულა აიღო და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





