ლაშა დვალმა მიმდინარე სეზონში აპოელის შემადგენლობაში კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-20 ტურში აპოელმა “ოთელოსი” მიიღო და 6:0 გაანდგურა. 36-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ, დვალმა ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და მარცხენა ფლანგზე პასი პაარნიორ მისცა, რომელმაც საჯარიმოში გახსნილი საქართველოს ნაკრების მცველი მოძებნა – ამ უკანასკნელის პირველი თავური ვარდნაში მეკარემ მოიგერია, მაგრამ აქცეულმა დვალმა ისევ თავით ბურთი კარში მაინც გადაგზავნა. მისთვის განვლილი შეხვედრა სეზონში მე-13 იყო. აპოელს შეუცვლელად უკაპიტნა გიორგი ქვილითაიამ, რომელსაც ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო ბურთი მისი საგოლე გადაცემის მერე გაიტანეს.
აპოელი 45 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ “ანორთოსისს” 5 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





