„ატლეტიკო“ მოიზე კინს იმატებს

0
47

მადრიდის „ატლეტიკო“ ტურინის „იუვენტუსიდან“ თავდამსხმელ მოიზე კინს იმატებს, იუწყება ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
მადრიდელები იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ და მის სანაცვლოდ ტურინელებს 400000 ევროს გადაუხდიან.
23 წლის კინი „იუვეში“ 2016 წლიდან ირიცხება და ყველა ტურნირში ჩატარებულ 93 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ტურინელთა რიგებში 12-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა. კინმა „სკუადრა აძურაში“ ჩატარებულ 15 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი