საქართველოს ნაკრები მეფარის გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნიუ იორკ ნიქსს” სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 98:94 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ბითაძემ 29 წუთში 3 ქულის, 11 მოხსნის (4 შეტევაში) და 3 პასის დაგროვება მოახეხა.
შეხვედრის დასაწყისში გოგამ ორი პერსონალური შენიშვნა მიიღო, მაგრამ დაცვაში მაინც აქტიურობდა და საერთო ჯამში, მატჩი მხოლოდ სამი ჯარიმით დაასრულა. ქართველი ცენტრი ფარქვეშ კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით ბოლო წუთებში.
ფლორიდელებს 22 მოგება და 18 მარცხი დაუგროვდათ. ორლანდოელთა გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და მორიგ მატჩს 18 იანვარს “ატლანტა ჰოუკსთან” ჩაატარებს.





