შოთა არველაძის გუნდი გასავარდნ ზონაშია

0
43

შოთა არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „ქარაგიუმრუქმა“ თურქეთის სუპერლიგაში ბოლო 4 მატჩიდან მესამე წააგო. ამჯერად, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ბეშიქთაშს“ შეხვდა, რომელსაც გასულ კვირაში სათავეში პორტუგალიის ნაკრების ექსმწვრთნელი ფერნანდუ სანტუში ჩაუდგა და თავის კარში 3 უპასუხო ბურთი მიიღო.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 62-ე წუთზე ანგარიში კილიჩსოუმ გახსნა. 65-ე წუთზე მილორ რაშიცამ თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე ჟედსონ ფერნადეშმა საბოლოო წერტილი დასვა.
„ქარაგიუმრუქს“ 20 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი