ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერლიგის კლუბ “შანდუნ ტაიშანში” ითამაშებს, რის შესახებ transfermarkt.com იუწყება.
ყაზაიშვილმა „ულსანში“ გატარებული სამი სეზონის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 30 წლის ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეულ კლუბში ყველა ტურნირში ჩატარებულ 131 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან სამხრეთ კორეის პირველობა ზედიზედ ორჯერ მოიგო. გასული წელი მისთვის ყველაზე შედეგიანი იყო, რადგან სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





