ლოჩოშვილი სერია B-ში ერთთვიანი პაუზის მერე ათამაშეს

0
48

ლუკა ლოჩოშვილმა თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ „კრემონეზეში“ იტალიის სერია B-ში ითამაშა.
მე-20 ტურში კრემონელები შინ „კოზენცას“ დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ანტოვმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა სერია B-ში 9-ჯერ ითამაშა (8-ჯერ სასტარტოში), ხოლო იტალიის თასზე ორი მატჩი ჩაატარა.
„კრემონეზე“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა – ლიდერ „პარმასს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „ვენეციას“ – სამით.
ლაშა თაბაგარი