კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

0
46

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია. erovnuliliga.ge-ს ინფორმაციით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა პირველ მარტს დაიწყება, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 – 6 მარტს.
გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი არსებობის ისტორიაში მეორედ ბათუმის “დინამო” გახდა. მეორე ადგილი თბილისის “დინამომ” დაიკავა, ხოლო მესამე ქუთაისის “ტორპედომ”.
ბათუმელები ჩემპიონთა ლიგი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო თბილისელები და ქუთაისელები -კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.
8 მარტს აიღებს სტარტს ქალთა ლიგის გათამაშება, ხოლო ქალთა ლიგა 2, 30 მარტს დაიწყება.
2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები

  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა – 1 მარტი
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 – 6 მარტი
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3 – 7 მარტი
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4 – 30 მარტი
  • რეგიონული ლიგა – 1 აპრილი
  • 19 წლამდელთა ოქროს ლიგა – 2 მარტი
  • 19 წლამდელთა ვერცხლი – 30 მარტი
  • 17 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა – 30 მარტი
  • 15 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა – 30 მარტი
  • ქალთა ლიგა – 8 მარტი
  • ქალთა ლიგა 2 – 30 მარტი

ლაშა თაბაგარი