„ვალენსიამ“ და მამარდაშვილმა „კადისს“ შანსი არ დაუტოვეს

0
38

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო მანამდე, ერთი ფრედ დარულებული თამაშის ჩათვლით, რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდისს წარმატებული სერია 4 შეხვედრას ითვლის. ამას თასზე მიღწეულ გამარჯვებაც უნდა მივამატოთ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის წვლილი ვალენსიელთა წარმატებაში დიდი და მან მე-20 ტურში სტუმრად „კადისთან“ მოგებული დაპირისპირებაც დამაჯერებლად ჩაატარა.
მატჩის მე-8 წუთზე დიეგო ლოპესმა „კადისის“ ნახევარზე სისწრაფეში ფალი დაჯაბნა და საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა პასი უგო დუროს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1. 21-ე წუთზე რუბენ ალკარსმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ხელში „ცოცხალ კედელში“ მდგომ პეპელუს მოხვდა, ხოლო არბიტრმა პენალტი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების მერე დანიშნა, ალკარასმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა – 1:1. პირველ ტაიმში მამარდაშვილმა ნახტომში ალკარასის თავური მოიგერია, მაგრამ ეპიზოდის დინამიურობის მიუხედავად, მასპინძელ ფეხბურთელზე თამაშგარე დაფიქსირდა. 52-ე წუთზე „ვალენსიას“ კონტრშეტევის დროს კანოსმა კარგი პასი მისცა დიეგო ლოპესს, რომელმაც გვარიანი მანძილი ირბინა და ისე რომ ხელი არავინ შეუშალა მეკარესთან პირისპირ გასულმ გაიტანა – 1:2. მეორე ტაიმში ერთ-ერთ ეპიზოდში მამარდაშვილმა თავის საჯარიმოდან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც მის წინ მდგომ ალეხოს მოხვდა და კარს აცდა.
მატჩის მიწურულს გოლის გატანა მარის შეეძლო, მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან დიეგო ლოპესის პასის მერე, კართან ერთ მეტრში მყოფმა ბურთი ვერ დაიმორჩილა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დიეგო ლოპესმა კარგი პასით „კადისის“ მეკარესთან პირისპირ ხავი გერა დატოვა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 1:3. 98-ე წუთზე მარი მარჯვნიდან შევიდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში და პასი ხესუს ვასკესს მისცა, რომელმაც კარიერაში ლა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
„ვალენსიამ“ თავი 29 ქულა მოუყარა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი