“ტორინომ”, რომლის შემადგენლობაშ ი საბა საზონოვი ირიცხება იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ქულა სტუმრად აიღო. ტურინელები გენუაში დგილობრივ “ჯენოას” შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. “ტორინო” 28 ქულით 20 გუნდს შორის მე-10 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-20 ტურში “სპეცია”გასვლაზე მე-2 ადგილზე მყოფ”კომოს” შეხვდა და 0:4 წააგო. დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მოხვდა საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ივა გელაშვილი. “სპეცია” 17 ქულით 20 გუნდს შორის მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





