საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელმა თბილისის „საბურთალომ“ გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
საბურთალოელებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მაარცხენა მცველი საბა მამაცაშვილი დაუბრუნდა. მან განვლილი სეზონის პირველი ნახევარი თბილისურ გუნდში დაიწყო, სადაც 2-ჯერ ითამაშა, ხოლო შემდეგ „გაგრაში“ გაანათხოვრეს და 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი





