„რეალი“ სუპერთასის ფინალშია – გრიზმანი „ატლეტიკოს“ საუკეთესო ბომბარდირია

0
35

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავიდა. საუდის დედაქალაქ ელ რიადში გამართული ნახევარფინალის პირველ მატჩში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა უხვგოლიან თირლერში თანაქალაქელი „ატლეტიკო“ დაამარცხა.
შეხვედრის მე-6 წუთზე „ატლეტიკოდან“ ანგარიში ერმოსომ გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე რუდიგერმა საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 29-ე წუთზე „რეალი“ მენდიმ დააწინაურა, რასაც 8 წუთში ანტუან გრიზმანის გამთანაბრებელი გოლი მოჰყვა – 2:2. 78-ე წუთზე რეალელთა მცველმა რუდიგერმა ავტოგოლი მიითვალა – 2:3. 85-ე წუთზე თავი დანი კარვახალმა გამოიჩინა და თამაში დამატებით დროში გადავიდა – 3:3. 116-ე წუთზე „რეალი“ ხოსელუმ წინ გაიყვანა, ხოლო 122-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა საბოლოო წერტილი დასვა.
ცნობისთვის, გრიზმანი „ატლეტიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 371 მატჩში 174 გოლი გაიტანა და ლეგენდარუი ჯერ ფეხბურთელის, ხოლო მერე მწვრთნელის ლუის არაგონესის (173 გოლი) მიღწევა გააუმჯობესა. მესამე ადგილზე 169 გოლით ადრიან ესკუდეროა.
სუპერთასის მეორე ფინალისტი დღეს „ბარსელონასა“ და „ოსასუნასს“ შორის შეხვედრაში გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი