ლისაბონის „ბენფიკამ“ ბოლო 10 წლის განმავლობაში თავისი აღზრდილების გაყიდვთ ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა. სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, პორტუგალიურმა გრანდმა 516 მილიონი ევრო გამოიმუშავა. კვლევის დროს გათვალისწინებული იყვნენ 15-დან 21 წლამდე მოთამაშეები, რომელთაც კლუბების აკადემიებში არანაკლები 3 წელიწადი გაატარეს.
ტოპ 10 კლუბის ჩამონათვალი ბოლო 10 წლის განმავლობაში თავისი აღზრდილების გაყიდვით მიღებული შემოსავლით ასეთია:
1.„ბენფიკა“ – 516 მილიონი ევრო.
2. „აიაქსი“ – 376 მილიონი.
3. „ლიონი“ – 370 მილიონი.
4. „რეალი“ – 364 მილიონი.
5. „ჩელსი“ – 347 მილიონი.
6. „მონაკო“ – 325 მილიონი.
7. „სპორტინგი“ – 306 მილიონი.
8. „ტოტენჰემი“ – 256 მილიონი.
9. „მანჩესტერ სიტი“ – 254 მილიონი.
10. „ატალანტა“ – 250 მილიონი.
ლაშა თაბაგარი
