გორის “დილას” მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად პოლტავის “ვორსკლასთან” გასამართ პირველ მატჩში რთულ ბრძოლას ელოდება. მან ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
ანდრეი დემჩენკო: “ვორსკლას“ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. კარგად ვიცნობ მწვრთნელს, ვიქტორ სკრიპნიკს. სამი წელი „ზორიაში“ მუშაობდა, ძალიან მომწონს მისი განვლილი გზა. სეზონის დასაწყისში ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ საბოლოოდ მოახერხეს ევროზონაში შესვლა. მათ შანსი „ოლექსანდრიამ“ და „კრივბასმაც“ მისცეს. მწვრთნელის სტილი კარგად ვიცი, როდესაც ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ იყო, მასთან სტაჟირებაც კი გავიარე, რამდენიმე კვირა ვსწავლობდი.„ზორიაში“ კლასიკური 4-4-2 ტაქტიკას იყენებდა, „ზორია“ სკრიპნიკთან ერთად კარგად ფეხბურთს თამაშობდა.
„ვორსკლას“ სამი ამხანაგური მატჩი ვნახე, გუნდი მწვრთნელის იდეებით თამაშობს, ფეხბურთელებს ესმით მწვრთნელის, მისი ფილოსოფიისა და მოთხოვნების. ეს არ არის ის „ვორსკლა“, რომელიც შარშან იყო. ვიცი, რომ გუნდმა კრავეცი და სეფერი დაკარგა, მაგრამ კარგი გუნდია. დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს, ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. ყურადღებით ვემზადებით, ჩვენთვის ადვილი თამაში არ იქნება.
ქართული ფეხბურთი ახლა აღმავლობას განიცდის. კარგი სპეციალისტები მოდიან, კარგი ლეგიონერებიც ჩამოდიან, ფინანსურადაც უკეთესდება სიტუაცია. პირველი ექვსეულის გუნდებში კარგი ხელფასებია, 5-6 გუნდი იბრძვის პირველი ადგილებისთვის. საქართველოში თამაშობდა კვარაცხელია, ახლა წიტაიშვილი ჩამოვიდა, დავითაშვილი „ბორდოში“ წავიდა, გოჩოლეიშვილი „შახტარში“, „დინამო ბათუმს“ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს“.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, “ვორსკლა” “დილას” პოლონეთის ქალაქ ტიხში უმასპინძლებს და თამაში 21:30 საათზე დაიწყება.





