„ვილიარეალმა“ გერმანიის „ლაიფიციგიდან“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ალექსანდრ სორლოტი იყიდა.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ახლა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ლაიფციგი“ მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს და პლუს ბონუსებიც გათვალისწინებულია.
სორლოტმა გასული სეზონი „რეალ სოსიედადში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 16 გოლი გაიტანა.





