კაშიამ და კანკავამ ბოსნიაში მოიგეს

0
20

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მცველი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად სერიოზული ნაბიჯი გადადგა.
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ბოსნიის „ზრინსკის“ შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა. სლოვაკებიდან ერთადერთი გოლი განელმა თავდამსხმელმა ზუბერუ შარანიმ 53-ე წუთზე გაიტანა.
„სლოვანში“ ქართველმა ლეგიონერებმა შეუცვლელად ითამაშეს.  ბრატისლაველები ბოსნიელებთან საპასუხო შეხვედრას შინ 1 აგვისტოს ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი