„ლივერპულის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი კარიერას საუდის არაბეთის „ალ იტიფაკში“ განაგრძობს.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ „ლივერპული“ 12 მილიონ ევროს მიიღებს.
33 წლის ჰენდერსონი „ლივერპულში“ 2011 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 492 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მან მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა ერთხელ, ინგლისის ასოციაციის თასი ერთხელ, ინგლისის ლიგის თაასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, უეფას ევროპის სუპერთასი ერთხელ დ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ მოიგო.
მიმდინარე ზაფხულში „ალ იტიფაკის“ მთავარ მწვრთნელად „ლივერპულის“ ლეგენდა სტივენ ჯერარდი დანიშნეს, რომლის ინიციატივაცაა ჰენდერსონის მიწვევა.





