„ჯენოამ“ იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მატეო რეტეგი შეიძინა. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნატურალიზებულ არგენტინელში გენუელებმა „ბოკა ხუნიორსს“ 15 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადეს. გარდა ამისა, ფეხბურთელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში „ბოკა“ დამატებით თანხასაც მიიღებს.
რეტეგის მიერ „ჯენოასთან“ გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს არასაჯაროებს.
მიმდინარე წელს 24 წლის ფორვარდმა, რომელიც „ტიგრეში“ იჯარით გამოდიოდა, არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მან „სკუადრა აძურაში“ 3-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





