თბილისის „დინამომ“ ევროთასის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად მალტის „ჰამრუნს“ შეხვდა და ბოლო წუთზე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა და უნიტერესო აღმოჩნდა. ერთადერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შეხვენებამდე ცოტა ხნის ადრე შეიქმნა, როდესაც პეინსილი მარცხნიდან თბილისელთა საჯარიმოში შევიდა და პრშას მისაცა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარგად დაარტყა და ბურთს ლორია დაეუფლა.
51-ე წუთზე დავით სხირტლაძემ მეტოქის ნახევარზე ბიელიჩიჩს დაასწრო და თავით პასი საჯარიმოში მყოფ ბარნს ოსეის გაუკეთა, რომელმაც ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ეპიზოდში სხირტლაძე და ბიელიჩიჩი ერთმანეთს თავით შეეჯახნენ, რის გამო „დინამოს“ კაპიტანს ცხვირი გაუტყდა, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე სერბი ზორან მარუშიჩი შევიდა.
მე-60 წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა თავისი ნახევრიდან ზუსტი პასი გაუკეთა „ჰამრუნის“ საჯარიმოში ჯიმი ტაბიძეს, რომელმაც მკერდით იდეალურად დაუგდო ბურთი მარუშიჩს, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
66-ე წუთზე მექვაბიშვილმა „ჰამრუნის“ ფეხბურთელს ბურთი მისსავე მოედანზე აართვა და დროული პასი გადააწოდა მარუშიჩს, რომელიც საჯარიმოში შევიდა და დაარტყა – მასპინძლები მეორე გოლის გაშვებისგან გვერდითმა ძელმა გადაარჩინა.
69-ე წუთზე ტაბიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში გაგი მარგველაშვილმა ჩაერთო, რომლისთვის განვლილი შეხვედრა უიღბლო აღმოჩნდა.
81-ე წუთზე მარგველაშვილმა თავის საჯარიმოს ახლოს თამაშის წესი დაარღვია და ბიელიჩიჩის დარტყმის შემდეგ, ლორიამ ურთულესი ბურთი მოიგერია, რომელიც მონტებელოს ფეხში მოხვდა, ხოლო ნახტომში ბონგის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 1:1.
88-ე წუთზე მექვაბიშვილმა პასი არ დაუგვიანა „ჰამრუნის“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ უსმანე კამარას, რომელსაც წინ გამოსულმა მეკარემ აუღუ და ბურთი კუთხირზე გადავიდა. სტანდარტული შესრულების შემდეგ მარუშიჩმა თავით დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
შეხვედრის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე მარცხნიდან კამენზულმა „დინამოს“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მარგველაშვილს მბონგმა დაასწრო და თავის გუნდს მოაგებინა.„ჰამრუნი“ – „დინამო“ (თბილისი) 1:2 (0:0)
25 ივლისი. ტა ქალი. ეროვნული სტადიონი.
„დინამო“ (თბ.): მარკეტი, ს. ბორგი, ემერსონი, ბიელიჩიჩი, ჯ. ბორგი, კამენზული, ელიონაი (ჯონი, 77), პრშა, კრსტიჩი (ედერი, 46), დიურანოვიჩი (მონტებელო, 77), პეინსილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
„ჰამრუნი“: ლორია, მაისურაძე (ოსიყმაშვილი, 68), ხვადაგიანი, ტაბიძე (მარგველაშვილი, 69), კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, იმრანი (მალი, 69) ოსეი ბარნსი (მოისწრაფიშვილი, 87), კამარა, სხირტლაძე.
მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო ძაური.
გოლები: 0:1 მარუშიჩი (60), 1:1 ბონგი (81), 1:2 ბონგი (90+8)
გაფრთხილება: ტაბიძე (13), ელიონაი (39), ედერი (59), ხრაიშვილი (63), ლორია (67), დიურანოვიჩი (68), იმრანი (70), მარგველაშვილი (80), მბონგი (90+9).
მთავარი მსაჯი: მილოშ გიგოვიჩი (ბოსნია)




